თურქეთში 1 300 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც საბერძნეთში აპირებდნენ ჩასვლას. როგორც თურქული სააგენტო "დოგანი" იტყობინება, დაკავების ოპერაციაში, რომელიც აივაჩიკის კურორტთან ჩატარდა , 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა.
დაკავებულთა შორის სამი სავარაუდო კონტრაბანდისტია. პოლიციამ ამოიღო ოთხი ნავი, რომლითაც მიგრანტების საბერძნეთის სანაპიროებთან ჩაყვანა იგეგმებოდა.
29 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე გადაწყდა, რომ ევროკავშირი თურქეთს 3 მილიარდ ევროს გადასცემს იმისთვის, რომ ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიეროს და ის მიგრანტები მიიღოს, რომლებმაც ევროპაში ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღეს.