რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს აშშ-ს დაზვერვის მონაცემები, რითაც ოფიციალური ანკარას პოზიცია დასტურდება.
ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის დუგლას ლიუთას განცხადებით, ამერიკის მონაცემები, რომლებსაც თავად გაეცნო, ადასტურებს მოვლენების თურქეთისეულ ვერსიას.
ლიუთმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთს საკუთარი ქმედებების კოორდინირება რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებით არც ნატოსთან განუხორციელებია და არც აშშ-სთან.
ამასთან, დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც განაცხადა, რომ ყველა მოკავშირე მთლიანად მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე.