ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარება სთხოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარება სთხოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას, შარლ მიშელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების თხოვნით მიმართა.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრა პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზასა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.