საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კონფერენციის ფარგლებში, პარიზში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი COP21-ში საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი მიწვევით მონაწილეობს.