თეატრალურის სტუდენტები დღეს, უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად კითხვისნიშნიანი თეთრი მაისურებით მივიდნენ. თეთრი თაბახის ფურცლები ანალოგიური გამოსახულებით ახალგაზრდებმა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის კედლებზე და კიბეებზეც გამოფინეს.
აქციის მონაწილე სტუდენტები ოფიციალურ კომენტარზე ჯერ უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ განცხადებას პოზიციების შეჯერების შემდეგ გაავრცელებენ.
საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარს არც უნივერსიტეტის რექტორატში აკეთებენ. როგორც თეატრალური უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა Presage.tv-ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა - ყველა ადამიანს აქვს უფლება ისეთ ფორმაში მივიდეს უნივერსიტეტში და ისეთი აქციის ორგანიზება გააკეთოს, როგორიც სურს.
აქციის მონაწილე სტუდენტები ერთობლივი განცხადების გაკეთებდამდე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პროტესტი უნივერსიტეტის ბედთან და რექტორთან დაკავშირებით არსებულმა გაურკვევლობამ გამოიწვია.