ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს გაესაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს გაესაუბრა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს მიესალმა და გაესაუბრა.

ლიდერების ჩამონათვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ InterPressNews.Geრუტეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს მიესალმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პარიზში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) იმართება.