იენს სტოლტენბერგი - ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე

იენს სტოლტენბერგი - ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე

ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს ყველა ქვეყანა შეშფოთებულია რეგიონში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდით, ამასთანავე, ალიანსი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას, მოსკოვთან კონტაქტი დაამყაროს.
თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა არავის წინაშე ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
"ჩვენი საჰაერო სივრცის, სახმელეთო საზღვრის დაცვა - არამხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ჩვენი მოვალეობაა. ამისთვის ბოდიშს არავინ მოიხდის", - განაცხადა დავუთოღლუმ.