რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე სანქციების დაწესებას გეგმავს

რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე სანქციების დაწესებას გეგმავს

რუსეთი თურქული საქონლის იმპორტზე სანქციების დაწესებას გეგმავს. როგორც გამოცემა "იზვესტია" იტყობინება, ემბარგო შეეხება ბოსტნეულს, ხილს, ნიგოზს, ხორც და ზღვის პროდუქტს, რძესა და რძის ნაწარმს, მათ შორის ყველსა და ხაჭოს. ამის შესახებ გამოცემას წყარომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან განუცხადა.
სასანქციო საქონლის ჩანაცვლებას რუსეთი აპირებს ადგილობრივი წარმოების გაფართოების ხარჯზე და სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ირანიდან პროდუქციის იმპორტის გაზრდით.
გასულ კვირას მოსკოვმა იმპორტის მოცულობის გაზრდის შესახებ შეთანხმებებს მიაღწია ვიეტნამთან, ურუგვაისთან და არაბთა გაერთიანებულ საემ