პრემიერ-მინისტრი კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

პრემიერ-მინისტრი კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

დღეს პრემიე-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

პრემიერი ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთს 29 ნოემბერს ეწვია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.