სირიაში, იდლიბის პროვინციის ქალაქ ერიხში, რუსეთის ავიაციის მიერ ბაზრის დაბომბვის შედეგად, 40 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები დაიღუპნენ, ხოლო 70 ადამიანი დაშავდა.
როგორც ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები იუწყებიან, რუსული ავიაიერიშის შედეგად, ბომბები ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა.
ავიაიერიშის შედეგად, ქალაქს სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.