ნიკა გვარამია : კახეთი და აჭარა განსაკუთრებით პრორუსულ განწყობებს ავლენენ

ნიკა გვარამია : კახეთი და აჭარა განსაკუთრებით პრორუსულ განწყობებს ავლენენ

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაზე ქართული საზოგადოების რექციის თავისებურ აღქმას სოციალური ქსელიდან ახმოვანებს.

“ვუყურებ ვოქსპოპს შაბათის კურიერში, თემაზე, რამდენად ადეკვატური იყო თურქეთის რეაქცია რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე. ჩემი დაკვირვებით:

1. ქართველი ქალები (საბჭოთა კავშირში დაბადებულები) ბევრად გამბედავად გამოთქვამენ რუსეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც რაც უფრო ხანდაზმული – მით უფრო შეშინებული.

2. კახეთი და აჭარა განსაკუთრებით პრორუსულ განწყობებს ავლენენ. ხოდა, ეს დაბალრენტაბელური და დაბალხარისხიანი ყურძენი და მანდარინი (რომლის გასაღების ერთადერთ ბაზრად განიხილება რუსეთი) არა მარტო ეკონომიკური დაცემის აგენტებია, არამედ სტრატეგიული საშიშროებისაც. დროზე თუ არ მოვიშორეთ, არც ეკონომიკას ეშველება, და არც უსაშიშეს რუსეთზე ნოსტალგიას.