"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, საარჩევნო ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს 19 ნოემბერს ჩაბარდა და სავარაუდოდ დღეს, ბიუროს სხდომაზე გავა. 
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები 73 მაჟორიტარული ოლქის დაყოფის ახალი სქემის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა შეესაბამებოდეს. 
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, შემუშავებული მოდელით მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.