დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში 23 წლის ჯამბულა აბდულაევი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აბდულაევის ასაყვანად ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართლადამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას "ისლამური სახელმწიფოს" დროშა, ხელყუმბარა და ავტომატური იაღარი ამოიღეს.
აბდულაევის მშობლები შვილის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს უარყოფენ. ამასთან, აბდულაევის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი.
ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი და კიდევ სამი ადამიანი დაკავებულია. უსაფრხოების სამსახური განცხადების გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.