უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000 - დან 32 000 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით,2014 წელს თბილისში უფასო სასადილოში 13 200 ბენეფიციარი იკვებებოდა , წლის ბოლო კვარტალში 9526 სოციალურად დაუცველი იყო რიგში, რომელიც ყველა წესს აკმაყოფილებდა და ელოდებოდა პროგრამაში ჩართვას . "მედიატორის" ცნობით, მაშინ 5356 ბენეფიციარი დააკმაყოფილეს და დანარჩენი 4170 ადამიანი 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინეს . 2016 წლის ბიუჯეტში , რომელიც მერიამ წარმოადგინა მიმართვიანობა კიდევ გაზრდილია და ჯამში 32 000 სცილდება .
"კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა . ორ წელიწადში 13 000 - დან 32 000 - მდე ავიდა . მხოლოდ გლდანში და სამგორის რაიონში უფასო სასადილოში კვებისთის 12 000 - მდე მოქალაქეს აქვს მიმართული . ეს არის ის რეალობა რა რეალობაშიც არის ქვეყანა და მისი დედაქალაქი . ამ პირობებში მერია 100 000 ლარს ტუალეტის ასაშანებლად ითვალისწინებს, 1 მილიონ ლარს რკინის ჯებირებში და მილიონი ლარის კუბოს ყიდულობენ ცოცხალი ადამიანებისთვის,"-აცხადებენ "მედიატორში" .
264
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85