ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახი შეიარაღებულმა პირებმა გუშინ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა 800 ლარი წაიღეს და მამალაძის კუთვნილი ავტომანქანა წაიყვანეს.