საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, პარიზში გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის დედაქალაქში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ სამიტს დაესწრება. მათივე განმარტებით, პარიზში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაგეგმილი არ არის.
კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია პარიზში 30 ნოემბერს გაიხსნება. მას 140-მდე ქვეყნის პირველი პირები დაესწრებიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ჩავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.