ეგვიპტეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება, შემთხვევა ქაიროდან 35 კილომეტრში მდებარე საკარაში მოხდა.
უცნობი პირები პოლიციის ბლოკპოსტს მოტოციკლით მიუახლოვდნენ და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდამსხელთა დაკავების ოპერაცია უკვე დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.