სირიაში მიმდინარე კონფლიქტში სამთავრობო არმიას რუსული სახმელეთო ჯარები და არტილერია ეხმარება. ამის შესახებ გერმანული Der Spiegel-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ხმელეთზე მომხდარი საბრძოლო მოქმედებების დროს სულ მცირე ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
Der Spiegel-ის მტკიცებით, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების ძალების 22-ე ბრიგადის მებრძოლები 12 ნოემბერს დონის როსტოვში დაკრძალეს, თუმცა რუსულ მედიას აღნიშნული ფაქტი არ გაუშუქებია.
გერმანული ჟურნალი ასევე წერს, რომ საჰაერო ოპერაციის გარდა, რუსები საკუთარი თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით სირიელი სამხედროების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.