2016 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს უვიზო რეჟიმი, რომელიც ამჟამად რუსეთსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედებს. ეს გადაწყვეტილება მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში", - განაცხადა ლავროვმა.