რუსეთი თურქეთთან ყველა სახის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აჩერებს

რუსეთი თურქეთთან ყველა სახის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აჩერებს

რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს თურქეთთან ყველა სამხედრო-ტექნიკური პროექტი გაყინოს. ამის შესახებ, "რია ნოვოსტი" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 
"იმის მიუხედავად, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, ამ ქვეყანასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდებოდა. უახლოეს პერსპექტივაში ყველა ეს პროექტი გაიყინება", - აცხადებს სააგენტოს წყარო.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ იგეგმებოდა თურქეთის მიერ მიწოდებული ვერტმფრენების "მი-17"-ის რემონტისთვის სერვის-ცენტრის შექმნა. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმსაც აჩერებს.