ნიგერიის სანაპიროებთან ხუთი პოლონელი მეზღვაური ტყვედ აიყვანეს

ნიგერიის სანაპიროებთან ხუთი პოლონელი მეზღვაური ტყვედ აიყვანეს

ნიგერიის სანაპიროებთან ხუთი პოლონელი მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, სატვირთო ხომალდ "ზაფირზე" მეკობრეებმა თავდასხმა განახორციელეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშიკოვსკის ინფორმაციით, ეკიპაჟის კიდევ 11 წევრი უსაფრთხოდაა.
გატაცებულთა ბედზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მინისტრის განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება ელოდება, როდის გამოვლენ კონტაქტზე მეკობრეები.