შოთაძე საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე მასალების გასაჯაროვებას აპირებს

შოთაძე საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე მასალების გასაჯაროვებას აპირებს

ახალი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში რამდენიმე გახმაურებული საქმის მასალების გასაჯაროვება მოხდება.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რომელი გახმაურებული საქმე შეიძლება გაიხსნას მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ კონკრეტული თარიღებზე ის ვერ ისაუბრებს.

„მე გაცხადებული მაქვს, რომ მომავალში ვაპირებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ვაპირებ მასალების გასაჯაროებას, ასევე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პრორკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.