ვლადიმერ პუტინის მხრიდან კრიტიკა მიუღებელია, - ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა პუტინი გააფრთხილა, "ცეცხლს ნუ ეთამაშება". პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება არ სურს.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირას პარიზში დაგეგმილ კლიმატურ სამიტზე პუტინს გაესაუბრება. "მინდა პარიზში მას პირისპირ შევხვდე", - განაცხადა ერდოღანმა და იქვე დასძინა, რომ თურქეთი ვითარების ესკალაციითაა შეშფოთებული.
მანამდე მწვავე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა და განაცხადა, რომ თურქეთმა "ზღვარს გადააბიჯა".