საქართველოს ახალი მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ სად გააგრძელებს მისი წინამორბედი მუშაობას.
„მე გიორგი ბადაშვილისგან ვიცი, რომ არ აპირებს პროკურატურაში მუშაობის გაგრძლებას. ჩემთვის ეს სრულად გასაგებია, ვინაიდან როდესაც პიროვნება უწყების პირველი პირი იქნება, ის მუშაობას იქ ვერ გააგრძელებს. მისი გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა სად გააგრძელებს ბადაშვილი მუშაობას, ეს მისი არჩევანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.