საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი უყარა.
82 მომხრე, 15 წინააღმდეგი - ხმათა უმრავლესობით ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 6 წლის ვადით აირჩიეს.
შოთაძეს მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობამ და ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა".
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს მთავრობამ წარუდგინა. მანამდე კი ის მთავარი პროკურორობის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ აირჩია.