უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემების გადასაწყვეტად კომპანია

უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემების გადასაწყვეტად კომპანია "2X2" ფუძნდება

კომპანია „2X2" საქართველოში მომხმარებლებს ინოვაციური მეთოდით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას სთავაზობს.

აღნიშნულ ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს აუქციონი. აუქციონის ორგანიზებით კომპანია „2X2“  ემსახურება, როგორც ბროკერებს, ასევე ბროკერების მეშვეობით უძრავი ქონების გამყიდველებს და მყიდველებს. მომხმარებლებს შეეძლებათ დაიკმაყოფილონ ყველა სურვილი - იყიდონ სწრფად, იყიდონ იაფად, იყიდონ სწორედ იმ დროს, რა დროსაც მათ უძრავი ქონება სჭირდებათ. იმისთვის, რომ მსურველებმა უძრავი ქობნება შეიძინონ, საჭიროა „2X2.ge"-ზე დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც მათ ვაჭრობის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.

კომპანია „2X2“-ის დაარსება საქართველოს ბაზარზე მსგავსი კომპანიის არ არსებობამ გამოიწვია, რომლის საშუალებითაც მომავალში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემების უმრავლესობა გადაწყდება.

ცნობისთვის, კომპანია „2X2“-ის ვებგვერდის 2X2.ge-ს პრეზენტაცია 8 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც, აღნიშნული სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც ბროკერებს, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მსურველებს.