უცხოელი კოლეგების ინფორმაციით, თურმე საქართველოში სტალინის ბიუსტების წარმოება და დისტრიბუცია აღდგა

უცხოელი კოლეგების ინფორმაციით, თურმე საქართველოში სტალინის ბიუსტების წარმოება და დისტრიბუცია აღდგა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მათ უცხოელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე , თითქოს საქართველოში სტალინის ძეგლებისა და ბიუსტების წარმოება და დისტრიბუცია აღდგა.

ამის თაობაზე ვოლსკიმ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

"ჩვენც გვაქვს ურთიერთობა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, იქედან არის ინფორმაცია და ისმება ისეთი კითხვები, რომ გარკვირვების გარდა არაფერი დაგვრჩენია, როცა სერიოზული დეპუტატი გეუბნება, რომ მიღებული ინფორმაციის თანახნად და საიდან არის ეს ინფორმაცია თქვენ კარგად გესმით, თურმე საქართველოში სტალინის საშუალო, მაღალი და დაბალი ძეგლების და ბიუსტების წარმოება და მათი სხვადასხვა რეგიონებში დისტრიბუცია აღდგა. არ ვხუმრობ – აი, ზუსტად ასეთი ინფორმაციაა წასული", - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.