ფრანსუა ოლანდი ვლადიმერ პუტინს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს

ფრანსუა ოლანდი ვლადიმერ პუტინს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის ლიდერს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად „დიდი კოალიციის“ შექმნისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ისლამური სახელმწიფო“ ჩვენი მტერია, რომელსაც აქვს ტერიტორია, ჯარი და რესურსი და სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ფართო კოალიცია, რათა ტერორისტებს დარტყმა მივაყენოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

როგორც ფრანგმა ლიდერმა განაცხადა, მისი მოსკოვში ვიზიტი უკავშირდება ადგილზე ვითარების გაცნობას და სიტუაციის შესწავლას, თუ რა შესაძლებლობა არსებობს ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი და კოორდინირებული ქმედებებისთვის.

ამასთან, როგორც ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, მისი მოსკოვში ვიზიტის მიზანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი ვითარების შექმნა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა საფრანგეთთან „საერთო მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანდეს.