დიდ დიღომში მდებარე 213-ე ბაღში, მშობელმა ბავშვს, ფანჯრიდან იარაღი მიაწოდა, თუმცა დირექტორი ვერ აკონკრეტებს თუ რა სახის იარაღი იყო ის.
როგორც აღნიშნული ბაღის დირექტორმა განაცხდა, მასწავლებელმა დაინახა, თუ როგორ მიაწოდა ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა საკუთარ შვილს იარაღი. თუმცა, დირექტორი ვერ აკონკრეტებს იარაღი ნამდვილია იყო თუ არა.
"ფანჯარა ღია იყო და მიუახლოვდა ერთ-ერთი აღსაზღდელის მშობელი. დაუძახა შვილს და კითხა ვინ აბრაზება. შემდეგ აღმზრდელმა დაინახა, თუ როგორ აწვდიდა მშობელი ბავშვს იარაღს, რის შემდეგაც აღმზრდელმა ფანჯარა დახურა და ფაქტი მაცნობა მე", - აცხადებს ბაღის დირექტორი.
ამჟამად, აღნიშნულ ფაქტზე 213-ე ბაღში სამართალდამცავები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.