ეკა ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა თქვენთან, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ", - აღნიშნული განცხადება ირმა ნადირაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, შოთაძის თანამდებობაზე დანიშვნით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება არ მოხდება.
"სამწუხაროა, რომ თქვენ, ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გიყენებთ. თქვენი მმართველობისას ვერასოდეს გავიგებთ, რატომ სარგებლობდა იზორიას ძმა "ნარუშილოვკებით", რამდენი ტელეფონია ჩართული, როგორ მიიღო უჩა მამაცაშვილმა ერთ ლარად ქონება, როგორ ააფეთქა ივანიშვილმა საყდრისი, ვინ ატვირთა ვიდეოები უკრაინულ საიტებზე და ვინ არის ჰაკიმ ფაშა. ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, მართალია. უწყება იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ქალბატონმა ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ. უმრავლესობა გეუბნებათ, რომ თქვენ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდებით, ეს არ მიკვრის, რადგან თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა გარანტიაა ბესელიასთვის, რომ არ გამოიძიებთ იმას, როგორ მოხვდნენ ყაჩაღები - რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმართა სიაში და რა თანხები აქვს აღებული ამაში ქალბატონ ბესელიას", - მიმართა ირაკლი შოთაძეს ირმა ნადირაშვილმა.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განიხილავს.