ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთსა და თურქეთს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელი მოვლენები ძალიან სახიფათოა.
"ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჩვენ ვხედავთ ბოლოდროინდელ მოვლენებს და ძალიან სახიფათოა. ზოგადად, ამასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო შეშფოთებულია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კახა კალაძემ.