ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, ის ბიზნესმა უნდა შექმნას.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კალაძემ აღნიშნა, მთავრობამ ახალი კანონების შემუშავებით თუ რეგულაციების გამარტივებით, ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს.
"ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, პროექტებია განხორციელებული. თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით 139 ახალი საწარმოა შექმნილი, ბოლო სამი წლის განმავლობაში 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის კერძო სექტორი. მე მესმის, რომ ეს შეიძლება ძალიან ბევრი არ არის, თუმცა პროგრესი არის. პროცესი დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს", - განაცხადა კახა კალაძემ.