როგორც პრემიერმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა, ფასდაუდებელია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობა საქართველოში.
მისი თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის ერთადერთი ეფექტური საშუალება, რომ ადგილზე მუდმივად ხორციელდებოდეს მონიტორინგი და საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს.
„მადლიერება მინდა დავაფიქსირო, რომ ევროკავშირი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთოშორისო საზღვრებში აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აქტიურ კამპანიას. ფასდაუდებელია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობა ადგილზე საქართველოში. ამ ჭრილში ჩვენ შევეხეთ ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, იქ არსებული სიტუაცია განვიხილეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის ერთადერთი ეფექტური საშუალება, რომ ადგილზე მუდმივად ხორციელდებოდეს მონიტორინგი და ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპაში არსებულ სიტუაციას, ტერორისტული საფრთხის კუთხით.
„საუბარი ასევე შეეხო, ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში არსებულ სიტუაციას, ბოლო დროს განვითარებულ მოვნელებს, პარიზში ევროპის შუაგულში ტერორისტულ აქტებს და ზოგადად რეგიონის ჭრილში უსაფრთოხების საკითხები განვიხილეთ. საქართველო როგორც სანდო პარტნიორი ევროკავშირის გვერდით დგას ამ საკითხებში და ჩვენ ვართ მზად ევროპასთან უფრო ინტენსიური დიალოგის და თანამშრომლობის აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა პრემიერმა.