საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მოტივაცია შეიტანოს რეგიონული წვლილი საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგოუსაფთხოების, ტრანზიტის განვითარებაში.
"შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის გაძიერებაზე ვისაუბრეთ, მის პერსპექტივებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გაქვს მოტივაცია და პრეტენზია, რომ საქართველო გახდეს ე.წ. რეგონალური ჰაბი და ასევე, შევიტანოთ რეგიონალური წვლილი საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგორესურსების მიწოდების, ტრანზიტის გზების დივერსიფიკაციის და სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხელშეწყობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.