მთავრობამ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი მოიწონა

მთავრობამ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი მოიწონა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მცირე კორექტივები შევიდა, რომელიც მთავრობამ მოიწონა და ახლა დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველი ბიუჯეტისგან გასხვავებით, კორექტირებული ფინანსური დოკუმენტი 225 მილიონი ლარით გაიზარდა.

"როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობამ მოიწონა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და ის გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში. უკვე საბოლოო პროექტზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე პარლამენტში გაგრძელდება მუშაობა, შეიძლება უკვე ვთქვათ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც ეყრდნობა ბიჯეტის საბოლოო ვარიანტი. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იანი ზრდა და ბიუჯეტის 3%-იანი დეფიციტი. ამავე დროს, ბიუჯეტის ხარჯები აღემატება 10 მილიარდ ლარს. თავდაპირველი ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხებიდან 200 მილიონი ლარი არის გადასახადები", - აღნიშნა მინისტრმა.