ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დოკუმენტში ახალ აქცენტებია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სამეზობლო პოლიტიკას.
როგორც ჰანმა საქართველოს პრეზიდენტთან, დიპლომატიურ კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა რეფორმებში პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ერთი კვირის უკან, უმაღლესი წარმომადგნელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და მე ევროსამეზობლო პოლიტიკის განხილვის მომსწრენი ვიყავით და გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა თქვენთან დაკავშირებით ახალ პროექტებზე. გვქონდა საჯარო კონსულტაციები მარტიდან ივლისის ჩათვით, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა ახალი სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, ისეთი საკითხები როგორიცაა სტაბილურობა, ფინანსური დახმარება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელზეც ფოკუსირება მოვახდინეთ. როდესაც წაიკითხავთ ამ დოკუმენტს, თქვენ ნახავთ ახალ აქცენტებს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ სამეზობლო პოლიტიკას, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა უფრო მეტ ფოკუსირებას უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენი პორტნიორობის ფარგლებში, ეს ნიშნავს ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობას, ანუ როდესაც არ იქნება ადგილები არალეგალური მიგრაციის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია სტაბილურობა, დემოკრატიულობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ეს გახლავთ სწორედ ის სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უნდა გავაგრძლოთ ის გზა, რომელიც დავიწყეთ და უფრო პრაგმატული მიდგომა უნდა შემუშავდეს. თითოეულ პარტნიორთან მიმართებაში უნდა შემუშავდეს პრინციპი დიფერენიცირების. დოკუმენტში საუბარია, რომ ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებული უნდა იყოს ინტერესებზე, როგორც ევროკავშირისა და ასევე მისი პარტნიორი სახელმწიფოებისა. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენ ფუნდამენტურ უფლებებზე და ღირებულებებზეო, არ დაუჯეროთ მათ. რა თქმა უნდა "აღმოსავლეთ პარტნიორობა" დარჩება ძალზედ მნიშვნელოვან ელემენტად ჩვენი ევროპული სამიზნო პოლიტიკისა და ეს ხაზგასმული იყო რიგის სამიტზე. არის რიგი საკითხები სავაჭრო, სატრანსპორტო, ასევე ძალზედ მნიშნელოვანია უსაფრთხოება, ეს ეხება საქართველოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ადრეული შეტყობინების სიტემების განვითარება უსაფრთხოების სფეროში. ეს ყველაფერი მიიღწევა მჭიდრო კონტრაქტებით, თანამშრომლობის გზით სამოქალაქო და ახლაგაზრდულ ორგანიზაციებთან. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა რეფორმებში პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჰანმა.