დავით სერგეენკო - ნებისმიერი დაპირება, რომელსაც პოლიტიკოსი ახმოვანებს, რეალურ გათვლებზე უნდა იყოს დაფუძნებული

დავით სერგეენკო - ნებისმიერი დაპირება, რომელსაც პოლიტიკოსი ახმოვანებს, რეალურ გათვლებზე უნდა იყოს დაფუძნებული

ნებისმიერი დაპირება, რომელსაც პოლიტიკოსი ახმოვანებს, უნდა იყოს არა პოპულისტური, არამედ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპარლამენტო უმცირესობის იმ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია მომავალი წლიდან პენსიების 50-ლარიან ზრდას მოითხოვს. 
"ნებისმიერი დაპირება, რომელსაც პოლიტიკოსი ახმოვანებს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარმომადგენელია, უნდა იყოს არა პოპულისტური, არამედ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული", - განაცხადა სერგეენკომ. 
მისივე თქმით, ქვეყნის კანონს ბიუჯეტის შესახებ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 
"აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მას ეს შესაძლებობა არ უნდა წაართვას, რომ იმსჯელოს ამაზე. ჩვენ შევასრულებთ ბიუჯეტის იმ კანონს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 
"ნაციონალური მოძრაობა" პენსიის 50 ლარით გაზრდას მოითხოვს და ამ მიზნით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს.