დავით სერგეენკო მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს შედეგზე ორიენტირებულ და ეფექტურ მენეჯერად მიიჩნევს

დავით სერგეენკო მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს შედეგზე ორიენტირებულ და ეფექტურ მენეჯერად მიიჩნევს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს შედეგზე ორიენტირებულ და ეფექტურ მენეჯერად მიიჩნევს. 
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. 
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პროკურატურის რეფორმა, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის წესი მნიშვნელოვნალდ შეიცვალა და რეფორმის მთავარი დედააზრი გახდა ის, რომ პარლამენტი მსჯელობს კანდიდატურაზე. 
"ბუნებრივია, პარლამენტში ყველას ერთი აზრი არ ექნება. ცხადია, რომ არსებობს პოზიცია, ოპოზიცია, თუმცა სწორედ მათი მსჯელობისა და არგუმენტების შეჯერების შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა სერგეენკომ. 
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, მმართველი კოალიციის მიერ შოთაძის მართულობასთან დაკავშირებით, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამ თემაზე მისი მხრიდან საუბარი არასერიოზული იქნება. 
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბატონ ირაკლისთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მენეჯერი იყო და იმედი მაქვს, რომ ასევე გააგრძელებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.