იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის

იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის.
როგორც იოჰანეს ჰანმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ასევე დარწმუნებულია სამომავლო პროგრესში. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი.
"ეს შეხვედრები თქვენს ქვეყანაში ეძღვნება იმ შესანიშნავ მიღწევებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ამ ბოლო ხანებში. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც ჩვენმა თანამშრომლობამ გამოიღო. ჩემს კოლეგებთან ერთად ძალიან საინტერესო და რთულ საკითხებზე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ასევე სამომავლო პროგრესში", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.