სირიაში

სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის

სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის. ასეთი განცხადებით წარდგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი პარლამენტის წინაშე, სირიაში სამხედრო-საჰაერო ოპერაციის დაწყების აუცილებლობაზე საუბრისას.

ქემერონის შეფასებით, "ისლამური სახელმწიფო" ბრიტანეთისთვის "ფუნდამენტურ საფრთხეს" წარმოადგენს.

ქემერონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ავიადარტყმები სირიაში ე.წ. ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგაა მიმართული.

როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრას მომავალ კვირას ჩაატარებს.