„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია  სენაკის მუნიციპალიტეტში გახსნეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო ორაგიზაციების კონფერენციების ჩატარებას. დღეს, ვიმყოფებით სენაკის მუნიციპალიტეტში. მინდა გითხრათ,რომ  ძალიან დიდი მოლოდინი იყო ამ შეხვედრასთან  დაკავშირებით, უამრავი წერილი შემოდიოდა რეგიონებიდან სადაც, ჩვენი მხარდამჭერები  მოგვმართავდა კითხვით  თუ როდის გაიმართებოდა საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები .

ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე და ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს  სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.’’ - განაცხადე სენაკის მუნიციპალიტეტში, კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.