საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს კითხვით მიმართა.
გაბაშვილი დაინტერესდა - „გაგრძელდება თუ არა ეს არაფორმალური მართვა პროკურატურისა ივანიშვილის მხრიდან ბატონი ფარცხალაძის ხელით?“.
„წარმოგვიდგინეს კანდიდატი, რომელიც არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი. მისი მონაწილეობით ეს რამდენიმე წელია ხორციელდება პოლიტკური დევნაც და შერჩევითი სამართალიც. მე მინდა გკითხოთ თქვენ, გაგრძელდება თუ არა ეს არაფორმალური მართვა პროკურატურისა ივანიშვილის მხრიდან ბატონი ფარცხალაძის ხელით?! ჩვენ ძალიან კაგრად ვიცით, რომ თქვენ უშალოდ დაკავშირებული კადრი ხართ ბატონ ფარცხალაძესთან. მინდა შეაფასოთ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თქვენამდე, ადრე წინა საკადრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თქვენი აზრით, სწორი და მართებული იყო თუ არა ჩვენ ქვეყანას ჰყავდა მთავარი პროკურორი, რომელიც გერმანიაში ქუროდბისთვის იყო მსჯავრდებული და გასამართლებული. კრიმინალური წარსულის მქონე მთავარი პროკურორის ყოლა სწორია თუ არა? რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ დღეს თქვენ მასთან, რამდენად მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა გქონდათ მასთან ადრე? როგორ ფიქრობთ, შეძლებთ თუ არა მინიმუმ რამის გაკეთებას იმისათვის, რომ პროკურატურა გაათავისუფლოთ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთებისგან და იქნება თუ არა ფარცხალაძე ისევ არაფორმალური ხელმძღვანელი პროკურატურის?“, - განაცხადა გაბაშვილმა.