რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოველთვის დაეხმარება და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
"ამა წლის მარტში რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება დადეს. ამის მიზანია თანამშრომლობის ეტაპობრივი გაღრმავება ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროში, ასევე თავდაცვის საკითხებში. ოს ხალხს მრავალმხრივ მხარდაჭერას მომავალშიც გავუწევთ, უზრუნველვყოფთ თქვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებას", - განაცხადა პუტინმა.