კრემლში თურქეთის მხრიდან ტერორისტულ საფრთხეებს არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა კონტროლს გააძლიერებს. როგორც პესკოვმა განმარტა, აღნიშნული ზომები ექსტრემისტული საფრთხეების გაზრდას უკავშირდება.
პუტინის პრესმდივნის სიტყვებით, რუსეთი "სუ-24"-ის ჩამოგდებაზე თურქეთისგან "რეალისტურ" ახსნა-განმარტებებს კვლავ ელოდება.