ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრ ვოლკან ბოზკრის განცხადებით, სერგეი ლავროვისა და მევლუდ ჩავუშოღლუ ერთმანეთს 3-4 დეკემბერს, ბელგრადში შეხვდებიან.
3-4 დეკემბერს ბელგრადში ეუთო-ს სამიტი იმართება და სწორედ სამიტის ფარგლებში იგეგმება 2 ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა.
„არ შეიძლება ჩვენმა ქვეყნებმა მეგობრულ ურთიერთობებს არ დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველი დიპლომატის ვიზიტი თურქეთში 25 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, თურქეთის ბომბდამშენების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, სერგეი ლავროვმა თურქეთში ვიზიტი გადადო.