ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უცხოელ კოლეგებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების 3 სტრატეგიულ მიმართულებაზე ისაუბრეს.
„2005 წელს ჩამოყალიბდა ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები სტრატეგიულ მიმართულებებზე. ჩვენ დღევანდელი შეხვედრის დროს განვიხილეთ ამ რეგულაციებიდან 3 უმთავრესი, როგორიცაა ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე, ეპიდემიებზე შესაბამისი რეაგირების გეგმები. ასევე, ვაქცინაციის, აცრების მნიშვნელოვანი გაზრდა და მესამე, თამბაქოს მოხმარების კონტროლთან და შემცირებასთან მიძღვნილი სტრატეგია. შეხვედრის მიზანია ქვეყნებს შორის გამოცდილებების გაზიარება და დიდი პატივია, რომ ამას ევროკომისიის ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის კომისარი, ჩვენი ყოფილი კოლეგა ვიტენის ანდიუკაიტისი უწევს პატრონაჟს“, - განაცხადა სერგეენკომ.