სხვადასხვა უწყებიდან ხანდახან ისეთი პასუხები მომდის, შეიძლება სახალისო გაზეთი გამოუშვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც მან შეკითხვით მიმართა მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს.
"მინდა აქედან გიორგი ბადაშვილს შევეხმიანო. საინტერესო სისტემა ააწყო, ბატონი ირკალიც მოაზრებოდა ყოველთვის მასთან ერთად. უამრავი საკითხია, რომელიც საზოგადოებამ მართლაც არ იცის, პოზიტივებზე ვლაპარაკობ. არის საკითხები, სადაც არ იციან პოზიტივია თუ ნეგატივია და უამრავი შეკითხვაა. ეს თემა უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ მიმართა ირაკლი შოთაძეს, იქედან გამომდინარე, რომ პროკურორები რაოდენობრივად ისედაც ცოტანი არიან, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი წერილებზე პასუხის გასაცემად სპეციალური განყოფილების, ან სტრუქტურის ჩამოყალიბება.
"მოისაკლისებს არა მარტო თქვენი უწყება, არამედ სახელმწიფო უწყებები. ხანდახან სხვადსახვა უწყებიდან ისეთი პასუხები მომდის, შეიძლება გამოუშვა სახალისო გაზეთი, თუმცა არაფერია სახალისო", - განაცხადა ვოლსკიმ.