მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, თითოეულ მოქლაქეს უნდა გაუჩნდეს რწმენა, რომ პროკურორები მათი დამცველები და თანამოაზრეები არიან.
შოთაძის თქმით, მისი მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები გატარდება.
„გასაძლიერებელია პორკურორების კომუნიკაცია ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს ეს. თითოეულ მოქლაქეს უნდა გავუჩინოთ რწმენა, რომ პროკურორები ვართ მათი დამცველები და თანამოაზრეები. ჩემი არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებს განვახორციელებთ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პროკურატურის სისტენური დამოუკიდებლობის და იმიჯის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ 6 წლის შემდეგ მთავარ პროკურორს გადავაბარებთ გაცილებით უფრო დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სისტემას, რომლის მიმართაც აღარ იქნება კითხვის ნიშნები არც საზოგადოებაში, არც საერთაშორისო წრეებში", - განაცხადა შოთაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.