პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
კომიტეტის სხდომაზე მოულოდნელად ქალბატონი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ აკრძალვის მიუხედავად, პარლამენტში შესვლა მოახერხა.
ქალბატონის თქმით, გუშინ, პარლამენტში შემოსვლად საშვის გამოწერას დეპუტატი ეკა ბესელია დაჰპირდა, თუმცა დღეს განუცხადა, რომ პარლამენტში არ იმყოფებოდა.
„პარლამენტში შემოსვლა და კითხვის დასმა მსურდა. ბესელია გუშინ დმპირდა, დღეს კი მითხრა პარლამენტში არ ვარო. შემდეგ საშვი გიორგი ვაშაძემ დაუშვა და ასე მოვხვდი პარლამენტში“, - განაცხადა ქალბატონმა.
თავის მხრივ საკომიტეტო მოსმენაზე შესულ ქალბატონს თამარ კორძაიამ აუხსნა, რომ იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს მას კითხვა დაუსვა მთავარი პროკურორობის კანდიდატს და შოთაძე სწორედ ახლა პასუხობდა.
სხდომის წამყვანმა ვახტანგ ხმალაძემ კი ქალბატონს დამშვიდებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის დატოვება მოუწევდა.