დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება , ამის შესახებ სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ განაცხადა.
"ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი, 10 რეანიმაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა გორბუნოვამ.
რუსულმა ვერტმფრენმა მი-8-მ კატასტროფა კრასნოიარსკის ოლქის ტურუხანის რაიონში განიცადა. სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ბორტზე 26 ადამიანი იმყოფებოდა.